საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო ფრაქციების – „ევროპული საქართველოს“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“ სხდომა გაიმართა. ფრაქციების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სამთავრობო პროგრამის მოსმენის ნაცვლად, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
„ჩვენ აქ ვართ მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებაში დაგროვდა კითხვები და როგორც პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, ვალდებული ვართ, ეს კითხვები დავსვათ იმ საკითხების ირგვლივ, რომელიც საზოგადოებას აღელვებს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ფრაქციის წევრებმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას, კითხვები ძირითადად, 20 ივნისის მოვლენებთან დავაშირებით და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე დაუსვეს.