ჩვენ აღარ ვიმღერებთ “ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო”

12/08/2017

მინდა, ყველას მივულოცო დიდგორობა, ეს არის ქართველთა უდიდესი გამარჯვების დღე, ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, ძლიერების სიმბოლო. დავით აღმაშენებელმა ამ გამარჯვებას მიაღწია მიზანმიმართული, თანმიმდევრული შრომით პირველ რიგში, სიბრძნით და რა თქმა უნდა სიმამაცით. ჩვენ, ქართველებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანნი, მაშინ საქართველო იქნება ძლიერი. ამიტომ არის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი. მინდა, ჩვენს ქვეყანას ვუსურვო გაძლიერება, გამთლიანება. ჩვენ აუცილებლად გავმთლიანდებით და რა თქმა უნდა, საქართველო იქნება ძლიერი. ჩვენ აღარ ვიმღერებთ “ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო”, ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი, ძლიერი და ერთიანი. – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0