ჩვენ გვაბრალებენ, რომ პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკური ძალა ვართ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩვენ გვაბრალებენ, რომ პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკური ძალა ვართ, ეს არის აბსურდი, – ამის შესახებს გოგი თოფაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”ჩვენ ნამდვილად მიგვაჩნია, რომ საქართველო მაშინ დადგება ძლიერი, როცა თავის ბედს თვითონ ქართველი ხალხი და ქართველი ხელისუფლება გადაწყვეტს, – განაცხადა თოფაძემ.

მისივე თქმით, ”25 წელია, რაც მრჩეველების ჩამოსვლამ, აბსტრაქტულმა შემოთავაზებებმა დაანგრია ჩვენი სოფელი, მრეწველობა და საერთოდ ეკონომიკა”. ასევე მან განმარტა, რომ აღნიშნულის მიუხედავად, საჭიროა რუსეთთან მოლაპარაკებები.

”ჩვენ ვაცხადებთ ხმამაღლა, რომ რუსეთი აგრესიული მეზობელი გვყავს, ძალიან მძლავრი. მიმაჩნია, რომ რუსების ლანძღვა-გინებით და მუქარით ჩვენ ვერ მივაღწევთ, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა დღეს საქართველოში, ანუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. უფრო დიპლომატიურად, ცოტა მოვეფეროთ შეიძლება – რაც ხდება დიპლომატიაში. ჩვენ არავითარ შემთხვევაში პრორუსული ძალა არ ვართ, ჩვენ პროქართული ძალა ვართ, პატრიოტული სულისკვეთების გუნდი”, – განაცხადა თოფაძემ.

გოგი თოფაძე ასევე გამოეხმაურა აშშ-ში საქართველოს ელჩის განცხადებას, რომლის თქმითაც, საქართველოს ხელისუფლებაში პრორუსული განწყობის პოლიტიკოსები არსებობენ.

”ვკითხოთ არჩილ გეგეშიძეს არიან თუ არა პროამერიკული ძალები საქართველოში, თუ ის ელჩად ზის ამერიკაში და არ იცის აქ რა ხდება და რამდენად ფინანსდება შეერთებული შტატებიდან არასამთავრობოები და ბევრი პოლიტიკური პარტია? უნდა იცოდეს ელჩმა, თუ არადა, ჩამოვიდეს სქართველოში. იმიტომ არ არის ის ელჩად გაგზავნილი, რომ ასეთი არაობიექტური განცხადებები გააკეთოს”, – განაცხადა თოფაძემ.

Visited 166 times, 1 visit(s) today