ჩვენ გვაქვს კონსენსუსი ხალხთან

01/11/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსი შედგა ხალხთან.
„ჩვენ გვაქვს კონსენსუსი ხალხთან. არჩევნებამდე თამამად ვაცხადებდით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ექნებოდა საკონსტიტუციო პლებისციტის მნიშვნელობა. არჩევნების შედეგმა და „ქართული ოცნების“ დამაჯერებელმა გამარჯვებამ ცხადყო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარდაჭერას უცხადებს საზოგადოების უდიდესი ნაწილი. შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი კონსენსუსი – კონსენსუსი ხალხთან სახეზეა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0