ჩვენ გვყავს უნიჭიერესი თაობა და ამით უსაზღვვროდ ბედნიერი ვარ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ღონისძიება, რომელიც დღეს დედოფლისწყაროს კულტურის სახლის ახლად რეაბილიტირებულ ეზოში ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში , გაიმართა ველორბოლა. სადღესასწაულო განწყობის ასამაღლებლად ბავშვებმა მოხატეს ეზოს ტერიტორია. საღამო საზეიმო კონცერტით დასრულდა. კულტურის სახლის ეზოში შეკრებილებს ბავშვთა დაცვის დღე ადგილობრივმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა მიულოცეს. დედოფლისწყაროელ ბავშვებს სიტყვით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მიმართა.

“ჩვენ გვყავს უნიჭიერესი თაობა და ამით უსაზღვვროდ ბედნიერი ვარ. სწორედ თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის მომავალი. გისურვებთ წარმატებულ მომავალს. გამრავლდით და იბედნიერეთ“- აღნიშნა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

Visited 208 times, 1 visit(s) today