ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან ამბიციური დღის წესრიგი ნატოსთან მიმართებაში

03/04/2017

„ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან ამბიციური დღის წესრიგი ნატოსთან მიმართებაში. დღეს საქართველო არის ყველაზე ფართო და ყოვლისმომცველი პარტნიორობის მქონე ასპირანტი ქვეყანა და ჩვენ გვაქვს ყველა ის ფორმატი, რომელიც გვაახლოებს ნატო-ს წევრობისკენ. ჩვენ ვდგამთ ყველა ნაბიჯს, რათა საქართველო იყოს ევროატლანტიკური სივრცის ღირსეული მონაწილე“ – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატოს დღეების 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებაზე, სადაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0