ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამომრჩევლის წინაშე ამ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც

26/08/2018

„ჩვენ მხარს დავუჭერთ აუცილებლად ერთ-ერთ კანდიდატს. ჩვენი პოზიცია არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამომრჩევლის წინაშე ამ საპრეზიდენტო არჩვენებთან დაკავშირებითაც. აქედან გამომდინარე, ჩვენი ჩართულობა იქნება აქტიური, თუმცა ჩვენი კანდიდატი არ გვეყოლება არჩევნებში“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოზიცია 8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი.

„დღეს გვარებზე საუბარი არ არის სწორი. ჩვენ ჯერ გადავხედავთ იმ წრეს კანდიდატებისა, რომელიც ჩამოყალიბდება 8 სექტემბრის შემდეგ და სწორედ 8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით“-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0