ჩვენ ვერ შევეგუებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულეების იზოლაციას

31/01/2017

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკონტროლო – გამშვები პუნქტების რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება არღვევს და ზღუდავს ადამიანების ფუნდამენტურ – თავისუფალი მიმოსვლისა და გადაადგილების უფლებას. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ სამშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”ამ თემაზე საქართველოს პრეზიდენტი გუშინ ევროსაბჭოს გენმდივანს ბ-ნ იგლანდსაც ესაუბრა. ზოგადად, ეს არის თემა, რომელიც ქვეყნის პირველი პირის მიერ მთელი სიმწვავით ისმებოდა და დაისმება ყველა საერთაშორისო ფორმატში. ჩვენ ვერ შევეგუებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულეების იზოლაციას”, – განაცხადა მიშველაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0