ჩვენ ვთვლით, რომ დაბა თამარისს ეს პრობლემა უნდა მოუგვარდეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დაბა თამარისის მოსახლეობამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს დახმარებით მიმართა. გოგი მეშველიანი მაცხოვრებლებს სამუშაო ოთახში შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ადგილობრივებს ბოლო რამდენიმე დღეა სასმელი წყალი საერთოდ არ მიეწოდებათ. უწყლოობა დაბაში მაცხოვრებლებს პერიოდულადაც აწუხებთ. მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს საკითხის უმოკლეს დროში მოგვარება სთხოვა. შეხვედრას შპს ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წარმომადგენელიც ესწრებოდა. სწორედ აღნიშნული კომპანიის პრეროგატივაა მსგავსი საკითხები დროულად გადაჭრას. კომპანიის წარმომადგენლის მტკიცებით, საკითხის მოგვარებას დაზიანებული სასმელი წყლის მილი წარმოადგენს, რომელიც ამორტიზებულია და შეკეთებას აღარ ექვემდებარება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ცენტრალური მილის შესაძენ თანხებს, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფს, ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება კი შპს ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ დაეკისრება. მოსახლეობამ შეხვედრა იმედიანად დატოვა.
,,დაბა თამარისს ზოგადად დიდი ხანია აწუხებს სასმელი წყლის პრობლემა . ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით იქ დაზიანებულია დაახლოებით ხუთკილომეტრიანი სიგრძის ცენტრალური სასმელი წყლის მილი . ჩვენ ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს წყალმომარაგების კომპანიასთან და სისტემატიურად ვაყენებთ ამ საკითხს, თუმცა დღემდე ამ დიდი პრობლემის გადაჭრა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა და იმის გათვალისწინებით, რომ მუნიციპალიტეტსაც აქვს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გარკვეული ღონისძიებების გატარების უფლება, ჩვენ შევთავაზეთ წყალმომარაგების კომპანიას , რომ მაგისტრალური მილსადენის შესაცვლელად საჭირო მილს მუნიციპალიტეტი შეიძენს საკუთარი სახსრებით, თუ ისინი განახორციელებენ სხვა დანარჩენ სამუშაოებს. იქ საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურული სამუშაო იქნება ჩასატარებელი, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ დაბა თამარისს ეს პრობლემა უნდა მოუგვარდეს და მზად ვართ წილობრივი მონაწილეობა მივიღოთ ამ საკითხის გადაწყვეტაში“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლმა გოგი მეშველიანმა.

Visited 112 times, 1 visit(s) today