ჩვენ ვნახეთ ის შთამბეჭდავი პროექტები, რომლებიც იქნა განხორციელებული 2014 წლიდან

10/11/2017

თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძე-მ დავით ნარმანიას სამწლიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

“პირველ რიგში მე მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ დავით ნარმანიას. ჩვენ ვნახეთ ის შთამბეჭდავი პროექტები, რომლებიც იქნა განხორციელებული 2014 წლიდან. მართლაც მნიშვნელოვანი იყო ეს ქალაქისთვის და დიდი შრომა ჩაიდო ამ ყველაფერში. დათოს ძალინ მძიმე, რთული მემკვიდრეობა დახვდა. დღეს მე უკვე შემიძლია ღიად განვაცხადო, რომ ყველანაირი საძირკველი არსებობს, რომელიც ამ ადამიანმა შექმნა თბილისის მერიაში, რომ ჩვენ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი და სწრაფი პროექტები განვახორციელოთ. ყოველთვის სადაც არ ვიყავი, ეს სპორტი იყო, ენერგეტიკა, საარჩევნო კამპანიის დროს, არასდროს დამიყენებია წინ საკუთარი მე. ყოველთვის ვამბობდით ჩვენ და რატომ? დღესაც ის სტერეოტიპები, რომელიც არსებობს განსაკუთრებით საზოგადოებაში და არავინ მიწყენს თუ ამაზე ყურადღებას გავამახვილებ. უბრალოდ მინდა გარკვეული რაღაცეები შევცვალო. არის განწყობა ის, რომ აი, ჩვენ ავირჩიეთ და ის და ისინი გააკეთებენ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა იმაში, რომ ის პროექტები, რომელიც იყო ჩვენი მხრიდან გაჟღერებული, ის პრობლემები აქტუალურია დღეს თბილისისთვის, თბილისელებისთვის იქნას მოგვარებული. ამას ჭირდება კომპლექსური მიდგომა და ჩვენ, ჩვენი გუნდით მზად ვართ ამისთვის. მზად ვართ შევეჭიდოთ იმ გამოწვევებს, იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს აწუხებს დედაქალაქს, მაგრამ მინდა ვთხოვო ჩვენი ქალაქის მოსახლეობას, რომ ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები ქალაქის წინსვლაში, ქალაქის განვითარებაში. ამის პლატფორმებს ჩვენ შევქმნით. ჩვენ მზად ვართ ამისთვსის, რომ მათი ჩართულობა იყოს შესაძლებელი სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც კონტროლი, თუნდაც პროექტების განხორციელება. თვითონ მათ გადაწყვიტონ საკუთარ უბანში რომელი კონკრეტული პროექტი უნდა იყოს პრიორიტეტული და რომელი უნდა განხორციელდეს პირველი და მე მჯერა, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მიდგომებით თბილისი ძალიან მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი და ბოლოს იმას კი არ იტყვიან, რომ ეს მერიამ და კახა კალაძემ გააკეთა, იტყვიან, რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ. მე მინდა დათოს ძალიან დიდი წარმატებები ვუსურვო და ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა იმ გაწეული შრომისთვის და საქმიანობისთვის, რომელიც მან განახორციელა”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0