ჩვენ ვსაუბრობთ არა ორპარტიულ კოალიციაზე, არამედ ორ პარტიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განმარტებით, საუბარია არა ორპარტიულ კოალიციაზე, არამედ ორ პარტიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე.

“ბოლო ხანებში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა იმას, რომ “რესპუბლიკურმა პარტიამ” და პრემიერ-მინისტრმა განაცხადეს მზაობა სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ამას მოჰყვა ძალიან ბევრი სპეკულაცია და მე მინდა განვმარტო მკაფიოდ და გასაგებად – ჩვენ ვსაუბრობთ არა ორპარტიულ კოალიციაზე, არამედ ორ პარტიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმებაზე. ეს არის სრულიად ბუნებრივი ამბავი, იმიტომ, რომ მომავალ კოალიციური ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, “რესპუბლიკელებისთვის” ყველაზე მნიშვნელოვანია ის, გვაქვს თუ არა ურთიერთგაგება კოალიციის მთავარ, წამყვან პოლიტიკურ ძალასთან, პარტია “ქართულ ოცნებასთან”. აბა პირიქით ხომ არ დავიწყებდით პროცესსს, ჯერ ჩვენს მეგობრებს, ვთქვათ “კონსერვატორებს” შევუთანხმდეთ პარტნირობაზე და შემდეგ ერთად მივადგეთ “ქართულ ოცნებას”? რა თქმა უნდა, ეს არ იქნებოდა სწორი”, -განაცხადა უსუფაშვილმა.

Visited 131 times, 1 visit(s) today