ჩვენ კარგად გვესმის თქვენი პრობლემების, გამოწვევებისა და სირთულეების ევროინტეგრაციის პროცესში, რადგან ჩვენ გავიარეთ იგივე გზა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“ჩვენ კარგად გვესმის თქვენი პრობლემების, გამოწვევებისა და სირთულეების ევროინტეგრაციის პროცესში, რადგან ჩვენ გავიარეთ იგივე გზა. ამიტომაც უნგრეთი იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი“-განუცხადა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ რიჩარდ ჰორჩიკმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ვიქტორ დოლიძეს. შეხვედრა 25 ივლისს, უნგრეთში, ქ.ბუდაპეშტში სახელწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. უნგრული მხარის მიერ აღინიშნა საქართველოს მიერ ასოცირები შეთანხმების კუთხით მიღწეული პროგრესი. ვიქტორ დოლიძემ ქვეყნის ხელისუფლების პრიორიტეტებზე ისაუბრა, კერძოდ, ყურადღება გაამახვილა ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე. მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ცხინვალის რეგიონში ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო დღოს განვითარებულ მოვლენებზე.

Visited 149 times, 1 visit(s) today