ჩვენ მზად გვაქვს დეველოპმენტის და მშენებლობის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის პრეზენტაციას კვირის ბოლომდე წარვადგენთ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ახლა ჩვენ უკვე მზა გვაქვს დეველოპმენტის და მშენებლობის მხარდაჭერის პროგრამა და ეს იქნება ძალიან შთამბეჭდავი პროგრამა, რომლის პრეზენტაციასაც საზოგადოებისთვის და სექტორისთვის კვირის ბოლომდე წარვადგენთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელსაც მთავრობა დაეხმარება და ხაზი გაუსვა, რომ მათი იდენტიფიცირება მთავრობამ ძალიან მარტივად მოახდინა.

„პირველ რიგში ტურიზმი, რამდენიმე მიზეზის გამო იმიტომ, რომ ტურიზმი ყველაზე უფრო დაზიანდა და დაზარალდა, გარდა ამისა, ტურიზმი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და რაც მთავარია, ტურიზმს აქვს ყველაზე დიდი გადაცემის ძალა დღეს საქართველოში. ჩამოსული ტურიზმი ამუშავებს არა მხოლოდ სასტუმროს, ამუშავებს ტრანსპორტს, სოფლის მეურნეობას და კიდევ ბევრი სხვა. შემდეგი იყო სოფლის მეურნეობა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Visited 43 times, 1 visit(s) today