ჩვენ მივაღწევთ დასახულ მიზნებს და განვითარების ახალ ტალღაზე გადავიყვანთ საქართველოს

22/02/2017

ჩვენ მივაღწევთ დასახულ მიზნებს და განვითარების ახალ ტალღაზე გადავიყვანთ საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სასტუმრო ”თბილისი რუმსში” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ 2016 წელს განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია გამართა.
გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის მომავალში ურთიერთპარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

”დარწმუნებული ვარ, ამერიკელი პარტნიორების დიდი დახმარებით და თანმიმდევრული ნაბიჯებით ჩვენ შევძლებთ თვისობრივი ცვლილებების შეტანას ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ჩვენი ახალგაზრდების ცხოვრებაში. ჩვენ მივაღწევთ დასახულ მიზნებს და განვითარების ახალ ტალღაზე გადავიყვანთ საქართველოს. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა, პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში და ის კიდევ არაერთ სასიკეთო შედეგს მოიტანს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის 2016 წელს განხორციელებული აქტივობების პრეზენტაციაზე ასევე იმყოფებოდა აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და სხვა მიწვეული სტუმრები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0