ჩვენ მივესალმებით აზერბაიჯანული კომპანიების წარმატებულ საქმიანობას საქართველოში, თუმცა, სამომავლო გეგმები გაცილებით დიდია

29/09/2017

ჩვენ მივესალმებით აზერბაიჯანული კომპანიების წარმატებულ საქმიანობას საქართველოში, თუმცა, სამომავლო გეგმები გაცილებით დიდია – მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ ორმხრივი ინვესტიციები, ხელი შევუწყოთ ერთობლივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ჩვენი თანამშრომლობა ახალ საფეხურზე ავიყვანოთ.
იმედი მაქვს, Caspian Energy Georgia მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში.
ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს აზერბაიჯანელების უდიდეს დახმარებას ბორჯომის ხეობაში მომხდარი ხანძრის დროს. პრეზიდენტმა ალიევმა პირადად გასცა განკარგულება და ათეულობით აზერბაიჯანელი მეხანძრე, ვერტმფრენებითა და სპეცტექნიკით, რამდენიმე დღის მანძილზე ჩვენთან ერთად ებრძოდა სტიქიას. ამისთვის მინდა კიდევ ერთხელ, ქართველი ხალხის სახელით, უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ერთმანეთის თანადგომით მრავალ გამოწვევას გავუმკლავდებით. ჩვენ არა მარტო სტრატეგიული პარტნიორები ვართ, არამედ უამრავ დიდ პროექტში თანამშრომლობის გზით, ერთად ვიღწვით უფრო სტაბილური და განვითარებული რეგიონის შესაქმნელად. ასევე ვცდილობთ წვლილი შევიტანოთ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში და რეგიონები და ბაზრები ერთმანეთთან დავაკავშიროთ. მეტი კავშირები და თანამშრომლობა კი ეკონომიკური აღორძინებისა და სტაბილურობის საწინდარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0