ჩვენ უნდა გავწმინდოთ ხელისუფლება ნაცნარჩენებისგან

07/06/2016

მოძრაობა “ეროვნული”-ის ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

“ჩვენ უნდა გავწმინდოთ ხელისუფლება ნაცნარჩენებისგან, პორტირებულებისგან, იმ ხალხისგნ რომესაც 1 დღე არ უბრძოლია სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და თქვენს ნაბრძოლს მოაჯდა და უზრუნველი ცხოვრება მოიწყო. არცერთი პორტრებული ხელისუფლებაში, ყველა ადამიანს აღვუდგენთ სამართლიანობას, არავითარი კოჰაბიტაცია, ყველა ქვეყნის ელჩს მივუჩენთ ადგილს, საქართველო უნდა მართონ ქართველებმა და საქართველოს მოქალაქეებმა. ეროვნული, ტრადიციებზე დაფუძნებული, თანამედროვე ეკონომიკაზე დამყარებული კავკასიის შვეიცარია—ეს არის ჩვენი ოცნება!!!!!!!!”- აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0