ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ჩვენ მოვუწოდეთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს გამოძიებული ეს საქმე. ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პარლამენტისთვის გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტს აკავშირებს განსაკუთრებული კავშირი აუდიტის სამსახურთან და გენერალურ აუდიტორთან, შესაბამისად, ეს საქმე დარჩება ჩვენი განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გენერალურ აუდიტორზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ მომხდარის შესახებ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზეც ისაუბრა.
„რაც შეეხება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, ასეთი კომისია შეიძლება შეიქმნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვეულებრივი გამოძიება არ დადებს შესაბამის შედეგს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას და ამის შემდეგ განიხილავთ სხვა ალტერნატიულ საკითხებს“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Visited 113 times, 1 visit(s) today