ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები და ჩვენი ღირსება გაგვაჩნია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებთან” შეხვედრა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებთან მომხდარ ინციდენტზე საუბრით დაიწყო.
პრემიერმა ზედმეტი ემოციებისთვის ბოდიში საზოგადოებას მოუხადა.
“იქამდე, ვიდრე ჩვენ ვიქნებით დეპუტატები თუ მთავრობის წევრები, პარლამენტის წევრები, ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები და ჩვენი ღირსება გაგვაჩნია. მინდა, საზოგადოებას, ხაზს ვუსვამ, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო იმ ზედმეტი ემოციებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება ეს, პრინციპში შეძლო მდგომარეობიდან ჩემი გამოყვანა და ეს არ იყო კარგი საყურებელი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ, ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე ყველაფერი დანარჩენი. ყველაფერი, რაც მანამდე ხდებოდა, გამიზნული იყო იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო და მე ამას ვერ დავუშვებდი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ემოციები ზედმეტი იყო”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Visited 152 times, 1 visit(s) today