ჩვენ წინ კიდევ უფრო საინტერესო, მოლოდინებით სავსე გზა გვაქვს

01/08/2017

კახი კალაძე მაიკ პენსის ვიზიტს აფასებს:
“დღეს დასრულდა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი საქართველოში. არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ამ მოვლენას და იმ საინტერესო პროცესებს, რაც საქართველოს დემოკრატიის ირგვლივ ვითარდება. ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების პოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ჩვენი მეგობრების მხარდაჭერას იმსახურებს. ჩვენ გამოვიარეთ ურთულესი გზა დღევანდელ დღემდე და დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ყოველთვის ვგრძნობდით ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ წინ კიდევ უფრო საინტერესო, მოლოდინებით სავსე გზა გვაქვს და ეს მხარდაჭერა, მეგობრობისა და პარტნიორობის დემონსტრირება სერიოზული და საიმედო საყრდენია ჩვენი იდეებისა და მიზნების განხორციელების პროცესში. ეს გვაძლევს დამატებით სტიმულს, რომ მუხლჩაუხრელად ვიმუშაოთ საქართველოს კეთილდღეობისთვის, ყველამ ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე -ვიწროპარტიული ინტერესების გარეშე!

Tweet about this on TwitterShare on Facebook0