ჩინეთის მანქანათმშენებელი კომპანია JAC-ის ელექტრომობილები, შესაძლოა, საქართველოშიც აეწყოს

16/05/2017

ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი მანქანათმშენებელი კომპანია JAC-ის ელექტრომობილები, შესაძლოა, საქართველოშიც აეწყოს.
„ჩვენ კომპანიის ხელმძღვანელთან ვისაუბრეთ, თუ რის გაკეთება შეგვიძლია ერთობლივად და შევთანხმდით, რომ JAC-ი დაიწყებს შესაძლებლობების კვლევას, რომელიც გამოავლენს, რამდენად შეიძლება საქართველოში თავდაპირველად საამწყობო ქარხნის აშენება, ხოლო შემდგომში – სრული წარმოების ამოქმედება,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა კომპანიის „Anhui Jianghuai Automobile Co“ თავმჯდომარესა და პრეზიდენტთან, ან ცინთან შეხვედრის შემდეგ.
ჩინური ავტოკონცერნი დაინტერესებულია, როგორც კავკასიის ბაზარზე შემოსვლით, ასევე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმებით, რომლითაც საქართველო სარგებლობს, მათ შორის, ევროპის ქვეყნებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0