ჩინეთის პროვინცია ძიანსის ქალაქ ნანჩანის ქართული ღვინის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ჩინეთის პროვინცია ძიანსის ქალაქ ნანჩანის ქართული ღვინის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი თანამშრომლობის გაღრმავებას და ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, კოორდინირებული აქტივობების, ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს.
მემორანდუმზე ხელი მოაწერეს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა და ქალაქ ნანჩანის ქართული ღვინის ცენტრის დირექტორმა, ჯიმინ ლიუმ (Jimin Liu).
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უწოდა ქართული ღვინის ცენტრის გახსნას ჩინეთის ისეთ დიდ პროვინციაში, როგორიცაა ძიანსი, სადაც მოსახლეობა 40 მლნ აღწევს. ნანჩანი წარმოადგენს პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრს.
„ეს არის ყველაზე მასშტაბური ღვინის სახლი, სადაც ძიანსის მომხმარებელს შეეძლება გაიცნოს ქართული ღვინის კულტურა, დააგემოვნოს და შეიძინოს ქართული ღვინო. ქართული ღვინის ჩინეთში ექსპორტის თვალსაზრისით ძიანსის პროვინცია ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა

Visited 240 times, 1 visit(s) today