ჩინეთმა საქართველოს საბაჟოს თანამედროვე საბაჟო აპარატურა გადმოსცა

14/06/2017

ჩინეთის მთავრობამ საქართველოს უსასყიდლოდ გადასცა ახალი კომბინირებული კონტეინერის/სატრანსპორტო საშუალების მობილური შემოწმების სისტემა. მდინარე თერგის ადიდების შედეგად მწყობრიდან გამოვიდა საქართველო-რუსეთის საზღვარზე არსებულ „ყაზბეგის” საბაჟო-გამშვებ პუნქტთან მოქმედი სატრანსპორტო საინსპექციო სისტემა, რომელიც ახლით შეიცვალა. 2015 წელს ჩინეთის მთავრობამ საქართველოს მთავრობას გამოუყო უსასყიდლო დახმარება 26 მილიონი ჩინური იუანის (დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით ახალი კომბინირებული კონტეინერის/სატრანსპორტო საშუალების მობილური შემოწმების სისტემის შესაძენად. ჩინეთის დახმარებით შეძენილი ტექნიკის დამონტაჟება „ყაზბეგის” საბაჟო-გამშვებ პუნქტში 2017 წლის მაისში დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0