ჩინელი ინვესტორები შუშის ბოთლების წარმოების დაწყებას გეგმავენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩინელი ინვესტორები საპარტნიორო ფონდთან შუშის ბოთლების წარმოების პროექტს განიხილავენ
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში „ჩინეთის ნაციონალური იმპორტ-ექსპორტის კორპორაციის“ (CNTIC –ის) ვიცე პრეზიდენტი ჭანგ ჭონგხუა; „ჩინეთის შუშის ინდუსტრიის, დიზაინისა და კვლევის ინსტიტტის“ (CNBM -ის) დირექტორი სია ხუ და ჩინეთის „TouchStone Financial Group Holdings ltd”-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი ქენი სონგი მიიღო. ჩინური ინვესტიციით საქართველოში შუშის ბოთლების წარმოების დაწყება იგეგმება.

ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა შუშის ბოთლების წარმოების საინვესტიციო პროექტის დეტაებზე იმსჯელეს. ჩინეთის უმსხვილესი კომპანიები საქართველოში ბიზნესის დაწყებას ქვეყნის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში განიხილავენ. ჩინელი ინვესტორები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს ადგილზე შეისწავლიან.
მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს ბიზნეს გარემო შეაფასეს და განაცხადეს, რომ საქართველოში შუშის ბოთლების წარმოება იმპორტს ჩაანაცვლებს, ადგილზე წარმოებულ პროდუქციას გააიაფებს და სამუშაო ადგილებს შექმნის.
შუშის წარმოების დაწყების საკითხი საპარტნიორო ფონდის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბიზნეს წრეებთნ შეხვედრის დროს შეთანხმდა. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ფონდის მენეჯმენთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტით ამა წლის მარტში იმყოფებოდა.

Visited 191 times, 1 visit(s) today