ჩინური კომპანია “სინოჰიდროს” მუშებმა აქცია გამართეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ლანჩხუთში, ჩინური კომპანია “სინოჰიდროს” მუშებმა, რომლებიც ავტობანის მშენებლობაზე არიან დასაქმებულები, მუნიციპალიტეტის შენობასთან აქცია გამართეს. ამ დროისთვის აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული შენობის დარბაზში საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ხელაძეს, მოადგილე ბესიკ ტაბიძეს, გამგებლის პირველ მოადგილეს, ნუგზარ ცინცაძეს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ხვდებიან. მუშების მთავარი მოთხოვნაა, მძიმე და შრომატევადი საქმიანობისთვის ანაზღაურების გაზრდა, რომელიც ამ ეტაპზე 14-18 (დარიცხული ხელფასი შეადგენს 24 ლ) ლარს შეადგენს. მათი მოთხოვნაა, შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული, 40 სთ–იანი სამუშაო დროის დაცვა, 1 სთ–ში კონტრაქტით გათვალისწინებული ანაზღაურების 50%–ით გაზრდა, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურება. მუშების თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. ადგილობრივი ხელისუფლება მუშებს მხარდაჭერას დაპირდა.

Visited 141 times, 1 visit(s) today