ჩოლოქის დასახლებაში წყალსადენი სისტემის მოწყობითი სამუშაოები მალე დასრულდება. დღეს სამუშაოების მიმდინარეობა გამგებელმა სულხან ევგენიძემ, ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ნაკაიძემ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყო ცენტრალური მაგისტრალი, შიდა ქსელი და მოხდა აბონენტთა გამრიცხველიანობა. პროექტის დასრულების შემდეგ 120-მდე აბონენტი უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანი წყალმომარაგებით. ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 322 872, 54 ლარი დაიხარჯა. ჩოლოქის დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით გასულ წელს ახალი საკანალიზაციო სისტემა მოეწყო, სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 299 999 ლარი დაიხარჯა.