ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

11/02/2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
დღეს, მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მერის პირველ მოადგილე თამაზ ჯინჭარაძესთან და ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ზომლეთის, ვანისა და სამების მოსახლეობას შეხვდა. სოფელ ზომლეთისა და ვანის მოსახლეობამ შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია მიიჩნიეს პრიორიტეტად. სოფელ სამებაში გარე განათების ქსელის გაფართოება და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია გადაწყდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0