ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა: ოთარ არევაძემ და დავით ფერაძემ, რწმუნებულის პირველმა მოადგილემ აკაკი შენგელიამ, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ანი ჩუბინიძემ, ჩოხატაურის მერის პირველმა მოადგილემ თამაზ ჯინჭარაძემ და მერიის ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ბერძენიშვილმა. რეაბილიტაცია უტარდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 11 საჯარო სკოლას.
პროექტით გათვალისწინებულია: სკოლებში საკლასო ოთახების, სპორტული დარბაზის, სველი წერტილებისა და ფასადის კეთილმოწყობა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები სკოლებში სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა , ასევე, დაათვალიერეს, ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტები. ადგილზე სამუშაო შეხვედრაც გამართეს, სადაც მიმდინარე პროექტების ტექნიკური დეტალები განიხილეს.