ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

03/11/2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა გიორგი თოდუამ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე, საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები და სოფლის განვითარების სააგენტოს ჩოხატაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები. ჩოხატაურში უკვე შეირჩნენ კადრები, რომლებმაც გადამზადება გაიარეს და 7 ნოემბრიდან თხილის ფართობების აღრიცხვას დაიწყებენ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2-3 ჰექტრამდე თხილის ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს. ქულები აგრობარათზე დაერიცხებათ. სამი ჰექტარი ან მეტი თხილის ფართობის მქონე ფერმერები მიიღებენ შეღავათებს და შეძლებენ, ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებებისთვის. სახელმწიფო სესხის 8%-ს დააფინანსებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0