ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სააქტო დარბაზში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა, მერიის თანამშრომლებსა და ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს, ანაზღაურებადი რეზერვის პროგრამა გააცნეს, რომელიც ითვალისწინებს 18-დან 50 წლამდე მოქალაქეების, ასევე 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტების მიღებას. საბრძოლო მომზადების ხანგრძლივობა 45 დღე, რომელიც თანაბრად ნაწილდება 12 თვეზე. რეზერვში ჩარიცხული რიგითის საშუალო ანაზღაურება წლიური 2700 ლარია.
მსურველებისათვის საბუთების მიღება 2018 წლის 1 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10:00 დან 16 :00 საათამდე, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში (მის: ქ.ბათუმი, ადლიის ქუჩა N76) იწარმოებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: (+995 32) 2 75 26 44; (+995 595) 06 03 44.

Visited 131 times, 1 visit(s) today