ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ხსნარით დამუშავდა ცენტრალური ქუჩები, საავადმყოფოს, მაღაზიებისა და სააფთიაქო ქსელების მიმდებარე ტერიტორიები. ქუჩები წყლის ჭავლით მოირეცხა. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ. სადეზინფექციო სამუშაოები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ერთობლივად განახორციელეს.

Visited 119 times, 1 visit(s) today