„მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ – პროექტის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, პროექტში ჩართული მუნიციპალიტეტების (ჩოხატაური, ოზურგეთი, ქ.ოზურგეთი, ლანჩხუთი) ხელმძღვანელი პირები და კულტურისა და ტურიზმის სამსახურის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ისაუბრეს 23 ივლისს დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე. ასევე განიხილეს 24, 25, 26, 27 ივლისს დაგეგმილი გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შემუშავებისა და განხილვის საორგანიზაციო დეტალები.
პროექტის ფარგლებში 23 ივლისს დაგეგმილი კულტურული ფესტივალების სცენარები ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.
ფესტივალი მრავალფეროვანი იქნება, კულტურული აქტივობებით, პოპულარიზაცია გაეწევა როგორც ტურისტულ ადგილებს გურიაში, ასევე გურულ ტრადიციებს, ხელოვნებას, ფოლკლორს, სამზარეულოსა და სხვა. გაიმართება სემინარები, კონფერენციები და ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ დეტალურად გაეცნონ ყველა იმ ღონისძიებას რომლიც ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში განხრციელდა.
პროექტის ფარგლებში უკვე შეიქმნა ლოგო და სლოგანი – “რა ყოფილა გურია”, დამზადდა სუვენირები, ასევე მობილური აპლიკაცია, რითაც შესაძლებელია ინფორმაციის მოპოვება გურიის ტურისტული ძეგლებისა და რეგიონში არსებული ტურისტული სერვისების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პროექტი “მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ ევროკავშირის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია, რომელიც გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტს აერთიანებს. სამ წელზე გათვლილი პროექტი, რეგიონულ, ეროვნულ დონეზე მოქალაქეთა მცირემასშტაბიანი აქტივობების მხარდაჭერას და განსაზღვრული ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური პროექტების განვითარების ლობირებას ითვალისწინებს.
ორი არასამათავრობო ორგანიზაცია – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, როგორც პარტნიორი ორგანიზაციები, პროექტის მართვას უზრუნველყოფენ. გუნდი საერთო პრინციპებზე დაყრნობით გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიას შეიმუშავებს.