ჩოხატაურში უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახს დახმარება გაუწიეს

07/02/2018

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთში მცხოვრებ ჭიხვარიების 7 სულიან ოჯახს დახმარება გაუწიეს. გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს – გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კახაბერ მურადაშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა და დეპარტამენტის წარმომადგენლები, სოფელ ერკეთში მცხოვრებ ჭიხვარიების ოჯახს ესტუმრნენ და პროდუქტებთან ერთად სხვა საჭირო ნივთები მიუტანეს.
ჭიხვარიების საცხოვრებელი პირობები გუბერნატორმა ადგილზე დაათვალიერა და ოჯახს სოლიდური თანხით დაეხმარა. უახლოეს მომავალში, მუნიციპალიტეტის მერია უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახს, სამშენებლო მასალებსაც გადასცემს.

“არ ვიცი რა ვთქვა, სიხარულისგან საუბარიც კი მიჭირს. ჩვენს ოჯახს უკვე აქვს საჭმელი და წამლის თანხა, მაქვს უკეთესი დღის იმედიც. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „გურია ნიუსს“, გუბერნატორს, პოლიციის უფროსს, ჩოხატაურის მერს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი შვილებისა და შვილიშვილების გვერდით დგას“- ნანული ჭიხვარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0