ჩუღურეთის რაიონში ოთხი სტადიონის აღდგენა დასრულდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩუღურეთის რაიონში, აჭარის ქ.#10, დავითაშვილის #48, ნორიოს #54-სა და დგებუაძის #1-ში სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაცია დასრულდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გამოიცვალა ხელოვნური, მწვანე საფარი, განახლდა მოედნების კარები და საკალათბურთო ფარები; პროექტის საერთო ღირებულება 74 000 ლარს შეადგენს.
ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ აღდგენილი სტადიონები დაათვალიერა და აჭარის #10-ში განახლებულ სტადიონზე ბავშვების თამაშს დაესწრო.
„სპორტული მოედნების რეაბილიტაცია-აღდგენა, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
2016 წლის ბოლომდე ჩუღურეთის რაიონში 10 სტადიონის აღდგენა-რეაბილიტაცია იგეგმება.

Visited 150 times, 1 visit(s) today