ჩუღურეთში მცხოვრები შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

20/12/2017

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის რიმა ბერაძის ინიციატივით, ამავე რაიონში მცხოვრები შშმ პირებისა და დღის ცენტრის “მშობელთა ხიდი” ბენეფიციარების ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა მოეწყო, რომელზეც მოზარდებმა მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები და ნახატები წარმოადგინეს. ღონისძიებას, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მისი მოადგილეები და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები, ასევე ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საკრებულოს წევრებმა ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ღონისძიებაზე ასევე შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის აუცილებლობაზე ისაუბრეს. რიმა ბერაძის განცხადებით, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს რაც შეიძლება მეტი ქუჩა იყოს ე.წ. პანდუსით მოწყობილი. მისივე თქმით, უკვე დაწყებულია შშმ პირებისთვის ადაპტირებული ტრანსპორტის შემოყვანა. ,,ყველაფრის მიუხედავად ეს საკმარისი არ არის. ჩვენ ვალდებულები ვართ შევუქმნათ მათ ცხოვრების ღირსეული პირობები, რათა ამ ადამიანებს მიეცეთ თვითრეალიზების შანსი“, – განაცხადა რიმა ბერაძემ. ღონისძიება, რომელიც „ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეაში“ მოეწყო, დღის ცენტრში არსებული პარაორკესტრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელებმა მუსიკალურად გააფორმეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0