ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ჩხოროწყუ-წალენჯიხის მაჟორიტარ დეპუტატთან გოგა გულორდავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახელობას ლესიჭინეში, თაიაში, ზუმსა და მუხურში შეხვდა. შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად გამოკვეთა გაზიფიცირების, შიდა გზების, წყალმომარაგების და ნაპირსამაგრების პრობელემები. სოფლებში გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობამ, ასევე მოითხოვა საშეშე მერქნის მოპოვების გამარტივება. ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, არსებული პრობლემები ეტაპობრივად მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოგვარდება.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც გაამახვილეს ყურადღება. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის პროგრამებს, ასევე ადგილობრივებს ინფორმაცია მიეწოდა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარ პრიორიტეტებზე.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს. შეხვედრებზე დასახელებული პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.

Visited 114 times, 1 visit(s) today