ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა საბავშვო ბაღების გადახურვითი სამუშაოები დაათვალიერა

07/08/2017

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ, გამგებლის პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან ერთად, საბავშვო ბაღების გადახურვითი სამუშაოები დაათვალიერა.
სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხიდან სტიქიით დაზიანებული საბავშვო ბაღებისთვის შეძენილიქნა თუნუქის სახურავი.
ამ ეტაპზე გადაიხურა სოფელ ლესიჭინეს #1 და #2, სოფელ ლეწურწუმეს (ეგიარზენის უბანი) და სოფელ ნაფიჩხოვოს საბავშვო ბაღები.
გადახურვით სამუშაოებს ახორციელებს ა(ა)იპ ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრი“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0