ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა შშმ პირები მოინახულა

20/06/2017

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ და გამგებლის მოადგილე ვალერი თოდუამ, გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მოინახულეს და ეტლები გადასცეს.

მუნიციპალიტეტის გამგეობამ ეტლები საჩუქრად საერთაშორისო ასოციაციისგან ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” მიიღო.

ორგანიზაცია წლებია მუნციპალიტეტებთან თანამშრომლობს და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით ცდილობს იმ შშმ პირების პრობლემების მოგვარებას, რომლებსაც გადაადგილება უჭირთ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0