ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა, სადაც მოქალაქეებს პირველადი თერმოსკრინინგიც უტარდებათ. არსებულ ვითარებას დილიდან, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად ადგილზე ეცნობა, როგორც რწმუნებული აცხადებს, პრევენციული ღონისძიებები დროულად და ეფექტურად ხორციელდება, საჭიროების შემთხვევაში კი ცენტრალიზებულად იქნება გადაწყვეტილებები მიღებული. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში ადგილზე განახორციელებენ არსებული შეზღუდვების კონტროლს. ასევე, მონიტორინგს უწევენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ

Visited 58 times, 1 visit(s) today