ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩქუმი-ქულბაქის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე ჩამოიშალა მთის მასა

21/02/2023

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ჩქუმი-ქულბაქის დამაკავშირებელ გზაზე, ძლიერი თოვის შედეგად ჩამოშლილ მთის მასაში მოყოლილი ავტომანქანა სამაშველო სამუშოების განხორციელების შედეგად ამოიყვანეს. სამწუხაროდ გარდაცვლილია (ერთი პირი- მძღოლი) ცაგერის რაიონის სოფელ ისუნდერში მცხოვრები- გელა ლიპარტელიანი, რომელიც სოფელ ჩქუმის, ზუბის და ისუნდერის საჯარო სკოლებში უცხო ენის პედაგოგად მუშაობდა. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული-პაპუნა მარგველიძე დილიდან მოადგილესთან-ლევან ზალკალიანთან და ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფება. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დატრიალებული ტრაგედიის გამო, სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს, მის ახლობლებს, ნათესავებს, კოლეგებს და თითოეულ ლეჩხუმელს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0