ცაგერში ქუჩების მოასფალტება მიმდინარეობს

18/05/2017

ცაგერში ქუჩების მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. ჭავჭავაძის, ნინოშვილისა და ასლანიკაშვილის ქუჩების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა 660 974 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,კრისტალი“ აწარმოებს და მათი დასრულება 2017 წლის სექტემბერში იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0