ცაიშში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

11/09/2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ე.წ კურორტის მონაკვეთზე, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 204 400 ლარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0