ცესკოს საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრს 28 ოპერატორი შეემატა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ცესკოს საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრს 28 ოპერატორი შეემატა, რომელთაგან 8 სტაჟიორია. შერჩეული ოპერატორები საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემდეგ მოემსახურებიან მომხმარებელს და არჩევნებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას. ახალ ოპერატორებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია შეხვდა და არჩევნების მნიშვნელობასა და საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე ესაუბრა. საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული გეგმა კი მათ კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოფიო სიჭინავამ გააცნო. ოპერატორები რამდენიმე მიმართულებით გაივლიან ტრენინგებს: მიიღებენ ინფორმაციას საარჩევნო პროცედურების, საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების და საარჩევნო დავების შესახებ. მათ ასევე ჩაუტარდებათ სწავლება ეფექტური კომუნიკაციების და მომსახურების მიმართულებით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი პრიორიტეტი ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაა. საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრში დასაქმებული არიან სპეციალური საჭიროების მქონე პირები, ასევე ოპერატორები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ – აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე მიაწვდიან ამომრჩეველს ინფორმაციას

Visited 142 times, 1 visit(s) today