ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხმების სრულად დათვლის შედეგად რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების – II ტურზე, ცესკოს პირველადი მონაცემებით, თვითმმართველ ქალაქებში – ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი და ფოთი მმართველი პარტიის კანდიდატები იგებენ.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსთავში, 88 უბნიდან ყველაა დათვლილი და შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა – „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე 53,717%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე 46,283%.

ქუთაისში 124 უბნიდან დათვლილია 124-ვე საარჩევნო უბანი. „ქართული ოცნების“ კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს 51,643 %, ხოლო ხატია დეკანოიძეს 48.357 % აქვს.

ბათუმში, 105 უბნიდან დათვლილია 105-ვე უბანი. „ქართული ოცნების“ კანდიდატს არჩილ ჩიქოვანს ხმების 51,018% აქვს, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატს გიორგი კირთაძეს მხარი ამომრჩევლის 48,982%-მა დაუჭირა.

ფოთში 33-ვე უბანია დათვლილი და პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირადაა გადანაწილებული – „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ბექა ვაჭარაძეს 57,35%, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატს გიორგი უგულავას – 42,65% აქვს.

Visited 15 times, 1 visit(s) today