ცეცხლაურში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს

21/06/2017

ცეცხლაურში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა დაიწყო. დღეს სამუშაოების მიმდინარეობა ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ დაათვალიერა. პროექტის განსახორციელებლად 142 995 ლარია გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში საბავშვო ბაღის ეზოში მოეწყობა გასართობი კუთხე, სადაც საბავშვო ატრაქციონები განთავსდება, ასევე მოეწყობა სანიაღვრე არხი, ეზო დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება. სამუშაოების დასრულება სექტემბრის თვეში იგეგმება. ცეცხლაურში 105 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი გასულ წელს აშენდა. პროექტის განსახორციელებლად გამგეობამ 290 043 ლარი დახარჯა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0