გასული წლის სტიქიურმა მოვლენებმა სოფელ ცინარეთში 21 კმ სიგრძის სარწყავი არხი დააზიანა.მას შემდეგ სოფელს სარწყავი არხით არ უსარგებლია. ადგილობრივივმა მოსახლეობამ მისი შკეთება საკუთარი ძალით ვერ შეძლო. წაღებულია სარწყავი არხის სავალი ნაწილი.წყლის არსებულ ნაწილში გამოტარება კიდევ უფრო გააქტიურებს მეწყერულ პროცესებს.სპეციალისტების გათვლით სოფელში წყალი წყალგამტარი მილებით უნდა იქნეს გამოყვანილი. არსებულ მდგომარეობას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო. ტარიელ ებრალიძის განცხადებით სოფელ ცინარეთის მოსახლეობას მალე არსებული პრობლემა მოუგვარდება. ჩვენ ვმუშაობთ წყლის პროექტზე, რომელიც 2018 წლის ინფრასტრუქტურულ ღონისძიებების ნუსხაში იქნება გათვალისწინებული. პროექტის მიხედვით წყლის ახალი მაგისტრალი გამოყვანილი იქნება ადრინდელი არხის სავალ ნაწილზე.