ცისანა ტატიშვილის შემოქმედება ქართული მუსიკალური ტრადიციების ღირსეული გაგრძელება იყო

23/09/2017

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ქართველი სოპრანოს ცისანა ტატიშვილის გარდაცვალების გამო.
ცისანა ტატიშვილის შემოქმედება ქართული მუსიკალური ტრადიციების ღირსეული გაგრძელება იყო, მისი დახვეწილი საშემსრულებლო მანერა აღაფრთოვანებდა არა მარტო ქართველ მსმენელს, არამედ უცხოეთშიც მრავლად ჰყავდა თაყვანისმცემლები.
ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0