ციხისძირში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

27/02/2018

ციხისძირში წყალსადენის სისტემის ცენტრალური მაგისტრალის მოწყობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში 5 კმ-მდე მაგისტრალური ხაზი შეიცვლება, რაც გააუმჯობესებს მოსახლეობის წყალმომარაგებას. პროექტის განსახორციელებლად ქობულეთის მერია 358 200 ლარს დახარჯავს.
ციხისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალსადენი სისტემის მოწესრიგება ეტაპობრივად მიმდინარეობს. გასულ წელს რეაბილიტაცია სათავე ნაგებობას ჩაუტარდა.
ციხისძირში წყალმომარაგების პრობლემა წლების მანძილზე ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის განხორციელების შედეგად პრობლემა მოგვარდება და უწყვეტი წყალმომარაგებით 1 400-მდე ოჯახი ისარგებლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0