ცურტავის დედათა მონასტრამდე მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარი დაიგება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილესთან და საკრებულოს წარმომადგენელთან ერთად, სოფელ ცურტავსა და ფარიზში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. სოფელ ცურტავში დედათა მონასტრამდე მისასვლელი 730 გრძივი მეტრის ბეტონის გზის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ ფარიზის საჯარო სკოლაში კი მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდებიან. შენობაში სველი წერტილების მოწყობა აქტიურ ფაზაშია. აღსანიშნავია, რომ სოფელში ასევე სარწყავ ქსელზე ბოგირის რეაბილიტაციაც განხორციელდა.

Visited 97 times, 1 visit(s) today