ცხადდება მედია კონკურსი თემაზე – „საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნება“

sherigebis

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით ცხადდება მედია კონკურსი თემაზე – „საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნება“.
კონკურსის მიზანია საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნების, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის ყოფა-ცხოვრების, კულტურათაშორისი ურთიერთობების წარმოჩენა-პოპულარიზაცია და ტოლერანტული გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობა.
კონკურსით დაინტერესებულმა პირებმა 18 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე (ან ქართული თარგმანის თანხლებით) ბოლო ერთი წლის განმავლობაში მედია სივრცეში, მათ შორის ინტერნეტით გავრცელებული სატელევიზიო ან რადიო რეპორტაჟი.
წარმოდგენილი მასალა უნდა ასახავდეს შემდეგ თემატიკას:
საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნება; საქართველოში მცხოვრები ეთნოსის/ეთნოსების ყოფა-ცხოვრება, კულტურა და თავისებურებები;
ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობა;
კულტურათაშორისი ურთიერთობების წარმოჩენა-პოპულარიზაცია.
სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისია გამოავლენს 3 გამარჯვებულს.
რომელთაც, 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, გადაეცემათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები.
ნამუშევრების გაგზავნა შესაძლებელია მისამართზე: press@smr.gov.ge

Visited 162 times, 1 visit(s) today