ცხმორისში გზების ბეტონის საფარით მოწყობა მიმდინარეობს

“სოფლის მხარდაჭერის” პროგრამით, წელს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის ბიუჯეტი 17 698 ლარს შეადგენდა. ადგილობრივებმა კრებაზე ერთხმად წლების წინ დაწყებული საქმის გაგრძელება – სოფლის საავტომობილო გზის მოწესრიგება და ბეტონის საფარის მოწყობა უმთავრეს პრიორიტეტად დაასახელეს. 129,6 მ3 მზა ბეტონის შემოტანას ტენდერში გამარჯვებული ფირმა სამშენებლო-საგზაო კომპანია ,,ბათუმი” ახორციელებს. გარდა სახელმწიფო პროგრამისა, 400 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარის მოწყობით სამუშაოებს აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ქედის წარმომადგენლობა ახორციელებს, რისთვისაც 19 500 ლარი დაიხარჯება.
სოფელი ცხმორისში, სადაც 170 ოჯახი ცხოვრობს, მალე ადგილობრივები მოწესრიგებული გზით ისარგებლებენ.
მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის” პროგრამით დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს მონიტორინგს გამგეობის ზედამხედველობის სამსახური ინტენსიურად უწევს.

Visited 170 times, 1 visit(s) today